23:22 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-21 13:12:42, 567 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში ეკო-მარკირების სისტემის შესახებ ტრენინგი ჩატარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით  ტრენინგი “ეკო–მარკირების მექანიზმები საქართველოში” ჩატარდა.  ტრენინგმოდული მოიცავდა როგორც ეკო-მარკირების ინსტრუმენტის, მისი სარგებლის და დასანერგად გადასადგემლი ნაბიჯების შესახებ ინფორმაციას, ასევე განხილული იქნა ამ პროცესში მოსალოდნელი გამოწვევებისა და ამ გამოწვევების საპასუხო რეკომენდაციები. 

ეკო-მარკა არის ნიშანი, რომელიც აღიარებული და პრაქტიკაში გამოცდილი მექანიზმია გაყიდვების გაზრდისათვის, რამდენადაც, ის ზრდის კონკურენტულ უპირატესობას ბაზარზე. უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი ინტერესდება ისეთი პროდუქტიითა და სერვისებით, რომელიც იცავს გარემოსდაცვით სტანდარტებსა და მოთხოვნებს.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ეკო-მარკირების ინსტრუმენტის და საქართველოში მისი დანერგვის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ტრენინგზე დაინტერესებული მხარეების და იმ ადამიანების მონაწილეობის მნიშვენლოვნელობაზე  ისაუბრა, რომლებიც მომავალში გარკვეულწილად ჩართულნი იქნებიან ეკო-მარკირების სისტემის დანერგვისა თუ შემდგომი ფუნქციონირების პროცესში.

ტრენინგს, რომელიც მიზნად ისახავდა ეკო-მარკირების კონცეფციის შესახებ ცნობიერების გაზრდას, საერთაშორისო ექსპერტი, UNEP-ის ეკონომიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი ნილს ჰეუერი და ადგილობრივი ექსპერტი უჩა ძიმისტარიშვილი უძღვებოდნენ. 

ტრენინგის მონაწილეებმა - საჯარო უწყებებისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს გამოცდილების გაზიარებასა  და ძირითადი გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ საქართველოში ეკო-მარკირების სისტემების განვითარებისათვის.

შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „EU4 Environment“ ფარგლებში   გაიმართა.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics