|
2021-05-20 13:49:07, 521 ნახვა
საზოგადოება
საქართველო-უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამუშაო ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველო-უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამუშაო ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა და უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, დავიდ ბენჩიკმა გახსნეს. „სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა ჩვენი პრიორიტეტია. სახელმწიფოს სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, აღნიშნული მიმართულებით მიღწეული პოზიტიური შედეგები უკვე სახეზეა. ყოველწლიურად იზრდება როგორც ადგილობრივი წარმოება, ასევე ქართული პროდუქციის ექსპორტი. თუმცა, ჩვენ ქვეყანას კიდევ მეტი პოტენციალი აქვს. ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და მათთან მჭიდრო თანამშრომლობა დაგვეხმარება, ეს პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ. იმედი მაქვს, უნგრეთის დელეგაციის ვიზიტი ნაყოფიერი იქნება; სამომავლოდ, ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა არაერთი მიმართულებით გაღრმავდება და სარგებელს მოუტანს ორივე მხარეს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. როგორც შეხვედრაზე უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, დავიდ ბენჩიკმა აღნიშნა, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების და ქართული პროდუქციის ექსპორტის დიდი პოტენციალი გააჩნია. უნგრეთი მზადაა საქართველოსთან გააღრმავოს თანამშრომლობა გამოცდილებისა და ექსპერტული ცოდნის გაზიარების, ასევე, სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც მნიშვნელოვან შედეგებს მოუტანს ორივე ქვეყანას. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბიოწარმოების, ორგანული მეურნეობების, აკვაკულტურის განვითარების, ასევე, კვების მრეწველობისა და ღვინის წარმოების საკითხებს, სამეცნიერო-კვლევით პროექტებს. მხარეებმა მეთევზეობისა და აკვაკულტურის, სამეცნიერო-კვლევითი და ციფრული სოფლის მეურნეობის, ასევე მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საქართველო-უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყების ხელმძღვანელები, უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)