|
2021-05-18 11:12:41, 385 ნახვა
საზოგადოება
სკოლებში გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების დასანერგად ტრენერთა გადამზადება დაიწყო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” სახელმძღვანელოს დასანერგად ტრენერთა ტრენინგი ჩაატარა. შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გახსნა. მან ყურადღება გაამახვილა პროგრამის განსახორციელებლად მასწავლებლების მომზადების მნიშვნელობაზე, იმისათვის, რომ სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგების მიერ სწორად იქნეს გადმოცემული სახელმძღვანელოებში ასახული გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხები. ტრენინგის მიზანია, ცენტრის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოების მიხედვით ტრენერებმა შეძლონ მასწავლებელთა გადამზადება და ამით ხელი შეუწყონ მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების სწავლებას დაწყებით საფეხურებზე. აღნიშნული სახელმძღვანელოთი სწავლა სკოლებში შემდეგი სასწავლო წლიდან ეტაპობრივად დაიწყება. მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 20 000 პედაგოგი შეძლებს გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების სასწავლო პროცესში სრულფასოვნად ინტეგრირებას, რაც ნიშნავს რომ სამომავლოდ 250 000 მოსწავლეს ექნება საჭირო ცოდნა და გარემოსადმი სწორი დამოკიდებულება. მოსწავლებს ეცოდინებათ რა არის მდგრადი განვითარება და როგორ შეუწყონ ხელი მდგრადი განვითარების პროცესს, როგორ მოიხმარონ გონივრულად ბუნებრივი რესურსები, როგორ დაიცვას ბიომრავალფეროვნება და რა მნიშვნელობა აქვს გარემოში ცოცხალი ორგანიზმების არსებობას, რა შეუძლიათ გააკეთონ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დასაცავად და წყლის რესურსების მდგრადი მოხმარებისთვის, გაეცნობიან კლიმატის ცვლილების საკითხებს და რაც მთავარია ეცოდინებათ როგორ მოიქცნენ ბუნებრივი საფრთხების დროს, როგორ შეამცირონ ნარჩენები სწორი ქცევით, გაიაზრებენ რატომ არის მნიშვნელოვანი მიწის რესურსების დაცვა, რა კავშირშია მიწის რესურსები სოფლის მეურნეობასთან და რას ნიშნავს სურსათის უსაფრთხოება. რაც მთავარია, მოსწავლები გაიაზრებენ გარემოსდაცვით საკითხებში საკუთარ როლს, შესაძლებლობებსა და პასუხისმგებლობებს.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)