|
2021-05-17 13:03:13, 501 ნახვა
საზოგადოება
დუბაის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს მიმართ ინტერესი მაღალია
ამ წუთებში, აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე “ATM” ეცნობიან. მსოფლიოში უმსხვილეს გამოფენაზე რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად წარმოადგენს. აჭარისა და ზოგადად, საქართველოს მიმართ მაღალია ინტერესი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, რასაც ხელს უწყობს პირდაპირი ფრენები დუბაიდან თბილისის მიმართულებით. ამ ეტაპზე, „დუბაი-თბილისი“ ფრენებს ასრულებს Fly Dubai და Air Arabia, რომელსაც ზაფხულიდან „დუბაი-ბათუმი“-ს მიმართულებაც დაემატება. დღეს, საქართველოს სტენდს სტუმრობდა საქართველოს ელჩი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე, რომელიც გამოფენის მიმდინარეობითა და გამოფენაში საქართველოს ჩართულობით დაინტერესდა. დუბაის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა საქმიანი ტურიზმის კუთხით ერთი-ერთი უმსხვილესი გამოფენაა მსოფლიოში, რომელშიც ტურიზმის სფეროს ძირითადი მოთამაშეები, ტურისტული კომპანიები, სასტუმროები, ავიაკომპანიები, მედიისა და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები მსოფლიოს 62 ქვეყნიდან მონაწილეობენ. სამომავლო თანამშრომლობის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქმიან შეხვედრებს მართავენ კომპანიების წარმომადგენლებთან. დუბაის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა 16 მაისს გაიხსნა და 19 მაისს დასრულდება.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)