|
2021-05-15 13:09:51, 709 ნახვა
საზოგადოება
მეუფე სპირიდონი ომბუდსმენს - პიდარასტი და ვაჟკაცი კაცი ვერ გაგირჩევია ერთმანეთისგან, შენ ვინ უნდა შეამოწმო?!
პიდარასტი და ვაჟკაცი კაცი ვერ გაგირჩევია ერთმანეთისგან, შენ ითხოვ უნდა შეგამოწმოო? - ასე მიმართა დღევანდელი ქადაგებისას სხალთის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე სპირიდონმა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას. მიტროპოლიტი ომბუდსმენმა მას შემდეგ გააღიზიანა, რაც ლომჯარიამ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის ჩატარება მოითხოვა. „ვინ უნდა შეამოწმოს ეკლესია? შენ კაცი და ქალი ვერ გაგირჩევია ერთმანეთისგან, პიდარასტი და ვაჟკაცი კაცი ვერ გაგირჩევია ერთმანეთისგან, ერთ სიბრტყეზე აყენებენ ჰომოსექსუალისტებს, კაცს. საჯარო რეესტრში გაატარე კაცი, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა, ქალი გახდა და ჩაუწერე ქალი შიგნით და შენ ითხოვ უნდა შეგამოწმოო? ვინ უნდა შეამოწმო, შე ბრმა, შე ყრუ. შე, ასე ვთქვათ, როგორ გითხრა ახლა.... რომელიც ელემენტარულ რამეს, ქალს და კაცს ვერ ასხვავებ ერთმანეთისგან, შენი თავის ვერ გაგიგია, ქალი ხარ თუ კაცი ხარ, ვერ გაგიგია, შენ ვინ უნდა შეამოწმო. მაგრამ დავალებული გაქვს ეს შენი ძმაკაცებისგან საზღვარგართიდან, გაერო.... ნინოწმინდის ბავშვთა სახლს უჩივლეს გაეროში - რომელ გაეროში, რომელმაც კონჩიტა გამოიყვანა და თქვა, ეს არის ჩვენი დემოკრატია, ამას უნდა მივბაძოთო, ტრანსგენდერ ქალს. ლომჯარიას ჭკუაზე რომ ივლის ქართველი კაცი, ის ხომ დაიღუპება“, - განაცხადა სხალთის მთავარეპისკოპოსმა.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)