|
2021-05-14 18:34:19, 518 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა: მნიშვნელოვანია, საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა სოფელში თუ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს ჰქონდეს წვდომა ინტერნეტის სერვისებზე
მნიშვნელოვანია, საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა სოფელში თუ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს ჰქონდეს წვდომა ინტერნეტის სერვისებზე, მათ შორის, იმ პროგრამებზე, რასაც მათ სახელმწიფო სთავაზობს,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე ისაუბრა. „ძალიან ბევრი პროგრამა ხორციელდება სხვადასხვა სამინისტროს ეგიდით - ესენია სოფლის მეურნეობის პროგრამები, ჩვენი სამინისტროს პროგრამები, მათ შორის „აწარმოე საქართველოში," ასევე იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვადასხვა სერვისები და ინტერნეტი არის მთავარი საფუძველი, რომ ყველა ამ პროგრამაზე ჩვენს მოქალაქეებს სოფლიდან გაუსვლელად ჰქონდეთ წვდომა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ამასთან, ნათია თურნავას თქმით, ეს მნიშვნელოვანია ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, რადგან ქვეყანა ავითარებს ტურიზმს - მცირე საოჯახო სასტუმროები, მათი განთავსება გლობალურ ქსელში, საერთაშორისო საზოგადოებისთვის და ტურისტებისთვის გაცნობა, საჭიროებს მაღალი ხარისხის ინტერნეტს. „ასევე უფრო მეტად ვითარდება ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდების მიერ გლობალურად მიწოდებული აიტი სერვისები და ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები ქმნიან სტარტაპებს, რომელთაც საერთაშორისო აღიარება აქვთ და ეს ახალგაზრდები ამ შესაძლებლობას იძენენ ინტერნეტით", - აღნიშნა მინისტრმა.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)