|
2021-05-14 18:32:19, 680 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა: 2025 წლამდე ოპტიკური ინტერნეტის ქსელით დაიფარება საქართველოს 1000-მდე დასახლებული პუნქტი
„ჩვენი სახელისუფლებო გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გვქონდეს ძლიერი რეგიონები და ნებისმიერ სოფელში იყოს ისეთი ხარისხის ინფრასტრუქტურა, როგორიც გვაქვს დიდ ქალაქებში. შესაბამისად, მაღალხარისხიან ინტერნეტზე წვდომა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის არსებობა აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ ჩვენი სოფლები განვითარდეს" - განაცხადა ნათია თურნავამ გურიაში, სოფელ ზედა ბახვში გურიის რეგიონში განხორციელებული ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. მინისტრის შეფასებით, სწორედ ამიტომ, მთავრობამ, მსოფლიო ბანკის ჩართულობითა და მხარდაჭერით, პროექტ "Log in Georgia-ს"ფარგლებში წამოიწყო 2021 – 2025 წლების პერიოდში განსახორციელებელი საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც მოიცავს 1000-მდე დასახლებულ პუნქტს მთელ საქართველოში, მათ შორის იმ სოფლებს, რომლებიც დაცილებულია ურბანული ცენტრებიდან და ჯერ არ აქვთ მაღალი ხარისხის ინტერნეტზე წვდომა. „ეს არის ნახევარ მილიონზე მეტი მოსახლე, ვინც მიიღებს წვდომას ოპტიკურ-ბოჭკოვან ფართოზოლოვან ინფრასტრუქტურაზე" - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო - პირველ რიგში, ეს არის ციფრული თანასწორობის დამკვიდრება ქალაქსა და სოფელს შორის, რომ ერთნაირი ხარისხის მომსახურება, მაღალი ხარისხის ინტერნეტი იყოს ყველგან. „ეს უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდების განათლებისთვის და სიმბოლურია, რომ სწორედ ზემო ბახვის საშუალო სკოლიდან დავიწყეთ ჩვენ ეს პროექტი. ბავშვები, რომლებიც აქ გვესწრებიან, იქნებიან პირველი მომხმარებლები, ვინც მიიღებს სიკეთეს, სარგებელს ამ მაღალი ხარისხის ინტერნეტიდან, შეძლებს ეზიაროს გლობალურ განათლებას" – განაცხადა მინისტრმა. საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 140 კმ. ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა აშენდა, რაც 49 დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ 28 000-ზე მეტ მოსახლეს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლოს ელექტრონული ჯანდაცვით, ელექტრონული განათლებით, ელექტრონული კომერციით და სხვა თანამედროვე სერვისებით.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)