|
2021-05-12 15:34:28, 577 ნახვა
საზოგადოება
ექვთიმე ხელაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დიდ დიღომში, ექვთიმე ხელაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის შედეგად, 1 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი მოეწყობა. ამჟამად, ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. „ეს არის N186 საჯარო „მეგა“ სკოლასთან მისასვლელი გზა, რომელიც წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო. მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა და სწორედ ამიტომ პრიორიტეტული იყო ამ ქუჩის კეთილმოწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ კი, მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, - აღნიშნა გაიოზ ვასაძემ. აღნიშნული პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 150 000 ლარი გამოიყო. სამუშაოებს კი, კომპანია „L&L“ ასრულებს.
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
პაპუაშვილი: ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
სერბეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)