|
2021-05-10 15:26:48, 814 ნახვა
საზოგადოება
TIDA-ს ფარგლებში ონლაინ სესია - „ML მოდელების ქცევის ახსნის მეთოდები“ გაიმართება
„თიბისის“ მხარდაჭერით, TIDA-ს (Tblisi International Data Analytics) ფარგლებში, მონაცემთა ანალიტიკით დაინტერესებული პირებისთვის ონლაინ სესიების სერია გრძელდება. შემდეგი სესია 13 მაისს, 19:00 საათზე, ონლაინ პლატფორმა Zoom-ში გაიმართება და მას ნიდერლანდების ლიდერი კომერციული ბანკის, ABN Amro-ს მონაცემთა მეცნიერი, ვიოლეტა მიშევა გაუძღვება. სესიის თემა ამჯერად მანქანური დასწავლის (ML) მოდელების ქცევის ახსნის მეთოდებს შეეხება და ის ინგლისურ ენაზე ჩატარდება. „მანქანური დასწავლის და ხელოვნური ინტელექტის მოდელების ქცევის ახსნა უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, განსაკუთრებით კი მაღალრისკიანი გადაწყვეტილებების მიღებისას, ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა: საფინანსო, ჯანდაცვის, დაზღვევის და სხვა სექტორები. ჩემს მოხსენებაში ვისაუბრებ ფინანსურ სექტორში გამოყენებული ML მოდელების ქცევის ახსნაზე, განვიხილავ სხვადასხვა მეთოდის დადებით და უარყოფით მხარეებს და პრაქტიკულ მაგალითებს", - ვიოლეტა მიშევა, მონაცემთა მეცნიერი. სესიის ბოლოს დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, მისთვის საინტერესო კითხვებზე მიიღოს პასუხები. TIDA-ს ონლიან სესიაზე დასწრება უფასოა. დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე შეუძლიათ - https://www.surveymonkey.com/r/XKN3YQW_ML, რის შემდეგაც ისინი მონაწილეობისთვის საჭირო მონაცემებს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ. TIDA ბიზნესმონაცემთა ანალიტიკის პირველი კონფერენციაა რეგიონში და მის მიზანს მონაცემთა ანალიტიკის პროფესიონალებისა და ანალიტიკის გამოყენებით დაინტერესებული ბიზნესების წარმომადგენლების გაერთიანება წარმოადგენს, საერთაშორისო მასშტაბით. TIDA-ს ფარგლებში განიხილება, როგორ უნდა შექმნას ბიზნესმა რეალური ღირებულების მომტანი ანალიტიკა. კონფერენციის, ისევე როგორც ონლაინ სესიების მიზანი თემის გარშემო არსებული უახლესი ინფორმაციის გაზიარება და გაცვლაა. TIDA-ს მხარდამჭერია თიბისი.
პაპუაშვილი: ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
სერბეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)