|
2021-05-07 12:09:34, 693 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სიჭინავა საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ლაგოდეხი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ლაგოდეხი“ ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნულ სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს ადგილზე გაეცნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე და საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სიჭინავა. პროექტის ფარგლებში, განხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების, მგზავრებისა და მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის სპეციალური, საბაჟო კონტროლის თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი 6 გასასვლელის მოწყობა. საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ლაგოდეხის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებში 40 -მდე მოქალაქე არის დასაქმებული. საბაჟოზე კი დაახლოებით 35 მებაჟე ოფიცერი იმუშავებს. საპროექტო სამუშაოების დასრულება 6 თვეში იგეგმება. საპროექტო სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 21 000 კვ.მ. ფართობი განახლდება, მოეწყობა ახალი მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრე ქსელი, ახალი გზის საფარი, ტერიტორიის გარე განათება, ავტომობილების დასათვალიერებელი ანგარი, პროექტით ასევე გათვალისწინებულია ტერიტორიის გამწვანებითი სამუშაოები. საბაჟო დეპარტამენტის უფროსის თქმით, COVID-19-ით გამოწვეული გლობალური პანდემიის პირობებში, თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურის განვითარება უმნიშვნელოვანესი პროცესია და საბაჟო პროცედურების ეფექტურად მართვის წინა პირობას წარმოადგენს. უახლესი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს: – მგზავრებისთვის კომფორტული და სწრაფი მომსახურების მიღებას, ხოლო ერთ-ერთ დატვირთულ გამშვებ პუნქტზე - ,,წითელი ხიდი“ ტვირთებისა და მგზავრების ნაკადის განტვირთვა მოხდება. ,,განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტის ამოქმედება ხელს შეუწყობს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, ქვეყნის სატრანზიტო ტვირთნაკადის გაზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. ამასთან, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიების გავლით, საერთაშორისო მიმოსვლის განვითარებაში“, - განაცხადა ზურაბ სიჭინავამ. ლაგოდეხის განახლებული საბაჟო გამშვები პუნქტი, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს, დღე-ღამეში მინიმუმ 600 -მდე სატვირთო მანქანისა და 10 000 მგზავრის გატარებაზეა გათვლილი.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)