|
2021-05-05 11:55:26, 642 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე - შეიძლება 10 წელი გავიდეს და მერე დააკავონ
ახლა გავალთ და ალბათ, რამდენიმე წუთში დაკავებული იქნება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ბადრი ესებუასთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბადრი ესებუას დაკავებას შესაძლოა, წლები დასჭირდეს. „დავაკავებთ რა თქმა უნდა, აუცილებლად. ახლა გავალთ და ალბათ, რამდენიმე წუთში დაკავებული იქნება, ნუ ამაზე მილიონჯერ გავაკეთე განცხადება. შეიძლება წლებიც გავიდეს, ამაზე ასჯერ მაქვს კომენტარი გაკეთებული და რამდენჯერ გავაკეთო? შეიძლება 10 წელი გავიდეს და მერე დააკავონ არა მე, არამედ, მეოთხე მინისტრმა ჩემ შემდეგ ან მეორე მინისტრმა. ეს ჩვეულებრივი თემაა, ვაკავებთ 10 წლის წინანდელ თემებს, 8 წლის წინანდელ დამნაშავეებს, მკვლელებს. მინდა, რომ დავაკავოთ, რა თქმა უნდა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)