|
2021-05-04 13:40:27, 507 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია ხუთშაბათიდან ქუჩების მორეცხვის მასშტაბურ სამუშაოს დაიწყებს
თბილისის მერია ხუთშაბათიდან ცენტრალური ქუჩების მორეცხვის და ახლადრეაბილიტირებული გზების დახაზვის სამუშაოებს დაიწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ფეისბუქის“ ვიდეოჩართვაში ისაუბრა. „არის სრული მზადყოფნა, რომ ხუთშაბათიდან ცენტრალური ქუჩების მორეცხვა დავიწყოთ, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სისუფთავეს, სიმწვანეს, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას ქალაქში და ამ სამუშაოების წარმოება, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, უკვე ამინდიც იძლევა საშუალებას და ქალაქში იწყება გზების დახაზვის სამუშაოები. გვაქვს კონკრეტული ქუჩები, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულებულია და დახაზვა ვერ მოესწრო ზამთრის გამო. ახლა უკვე გვაქვს საშუალება, რომ დავიწყოთ ამ სამუშაოების განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძემ. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში, „თბილსერვის ჯგუფს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც დაეხმარება სპეციალური ტექნიკით და ადამიანური რესურსით. მისივე თქმით, სპეციალური ტექნიკის შესასყიდად ტენდერი უკვე გამოცხადებულია. „ტექნიკის თვალსაზრისით, შესაძლოა, სახარბიელო მდგომარეობა არ გვქონდეს, თუმცა, გამოცხადებულია ტენდერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ექსპერტების ჩართულობით. გვინდა შევიძინოთ სპეციალური ტექნიკა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ქუჩების მორეცხვის სამუშაოები და დასუფთავება უმაღლესი ხარისხის სპეციალური ტექნიკით იყოს განხორციელებული“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. ქუჩის მორეცხვის სამუშაოები დილით ადრე განხორციელდება, რათა ხელი ტრანსპორტის თავისუფლად გადაადგილებას ხელი არ შეეშალოს.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)