|
2021-04-28 18:26:00, 493 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე - შშმ სტატუსის მინიჭება დამოკიდებული იქნება არამხოლოდ სამედიცინო დიაგნოზზე, არამედ პირის ფუნქციურ შესაძლებლობებზე
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალი მოდელის მიხედვით, შშმ სტატუსის მინიჭება დამოკიდებული იქნება არამხოლოდ სამედიცინო დიაგნოზზე, არამედ პირის ფუნქციურ შესაძლებლობებზე. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ცვლილების პილოტირება უკვე დაწყებულია საქართველოს რამდენიმე რეგიონში. მისივე თქმით, ახალი მექანიზმი ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეალური საჭიროებების უკეთ გამოვლენას, ეფექტურ რეაგირებას და საზოგადოებაში შშმ პირთა სრულყოფილ ინტეგრირებას. „არსებული მდგომარეობით ქვეყანაში არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაცემთა ბაზა. სამინისტრო ინფორმაციას ფლობს მხოლოდ სოციალური პაკეტის მიმღებ შშმ პირებზე. ამ საკითხის მოწესრიგების მიზნით, რეგულირების სააგენტომ დაიწყო მუშაობა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შედეგების ელექტრონული ჩანაწერების სისტემის ჩამოყალიბებაზე, რომელიც დაგვანახებს ერთიან სურათს შშმ პირების რაოდენობრივ და საჭიროებების ჭრილში. ასევე მოგახსენებთ, რომ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, იგეგმება სამინისტროში შშმ პირთა საკოორდინაციო მექანიზმის შექმნა, რომელშიც ჩართულები იქნებიან შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურები, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციები. საკოორდინაციო საბჭო იმუშავებს შშმ პირთა სერვისების განვითარების, ხარისხის მონიტორინგისა და სერვისების მუნიციპალურ დონეზე ინტეგრირების ხელშეწყობაზე. მიმდინარეობს მუშაობა შშმ პირთა დაწესებულებების დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე, რომლის ფარგლებშიც მოხდება სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში მყოფი ბენეფიციარების ეტაპობრივი გადანაწილება მათ საჭიროებებზე მორგებულ ალტერნატიულ სერვისებში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
დათუნაშვილი - სამშობლოს ღალატში გამოწრთობილი ხელისუფლება მორიგ მოღალატეობრივ აქტს სჩადის
კობახიძე - როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)