|
2021-04-28 15:50:24, 457 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე: სამედიცინო ჰოლდინგისთვის უმთავრესი პრიორიტეტი სამედიცინო პერსონალისთვის ღირსეული ანაზღაურების სისტემაა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში სახელმწიფო კლინიკების გაძლიერების სტრატეგისა და სამედიცინო ჰოლდინგის როლზე ისაუბრა. „სამინისტროს მიერ, გასულ წელს შექმნილმა სამედიცინო ჰოლდინგმა, მისი მმართველობის ქვეშ მყოფი დაწესებულებების ეფექტური მართვით, მოკლე პერიოდში დაამტკიცა თუ რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო სახელმწიფო კლინიკების გაძლიერება და ერთიანი მართვის ქვეშ გაერთიანება. პანდემიის პერიოდმა ეს მოცემულობა კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა. თბილისის და ბათუმის რესპუბლიკურმა საავადმყოფოებმა, ასევე რუხის მრავალპროფილურმა კლინიკამ, კოვიდის მართვაში უმაღლესი შესაძლებლობები გამოავლინეს. სახელმწიფო კლინიკები გახდება ხარისხის, ხელმისაწვდომობის და ჯანსაღი კონკურენციის მყარი საფუძველი. სამედიცინო ჰოლდინგისთვის უმთავრესი პრიორიტეტია სამედიცინო პერსონალისთვის შექმნას ჯანსაღი შრომითი გარემო და ღირსეული ანაზღაურების სისტემა. შრომითი გარემოს გაუმჯობესებასთან ერთად, სამედიცინო ჰოლდინგი, მასთან დაქვემდებარებული სამედიცინო პერსონალისთვის ნერგავს უწყვეტი პროფესიული განათლების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის პლატფორმას, რათა ექიმებს სამედიცინო განვითარების შესაძლებლობებზე ჰქონდეთ უწყვეტი ხელმისაწვდომობა. ამავადროულად სახელმწიფო, საკუთარ კლინიკურ ბაზას გამოიყენებს იმ მომსახურებების განვითარებისთვის, რომლის მისაღებად დღეს საქართველოს ათასობით მოქალაქეს უწევს საზღვარგარეთ გამგზავრება და საკუთარ ოჯახთან და საქმიანობასთან ხანგრძლივი დროის მანძილზე დისტანცირება. სამედიცინო საჭიროებებისთვის აქტიური მიგრაცია ჩვენი დიდი გამოწვევაა. მაგალითად, 2018 წლიდან დღემდე რეფერალური დახმარების პროგრამის ფარგლებში 1 200-მდე პაციენტის საზღვარგარეთ მკურნალობა დაფინანსდა, რაზეც 18 მილიონ ლარზე მეტი გაიცა. საყურადღებოა, რომ რეფერალის ფარგლებში გაცემული თანხების შესწავლის მიზნით, ჩვენ ჩავატრეთ შიდა აუდიტი, რომელმაც გამოავლინა, რომ გაცემული თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი აუთვისებელი რჩება პაციენტების მიერ. მაგალითად, 2017-2021 წლებში, პაციენტების მიერ გამოუყენებელი დარჩა 600 000 ლარი. სამინისტრომ მოიძია აღნიშნული თანხები და მოახდინა მისი ბიუჯეტში დაბრუნება. მსგავსი აუდიტი გაგრძელდება 2017 წლამდე პერიოდში გაცემული თანხების ნაწილშიც“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
რუსეთის საგარეო: 18 წლის წინ 7-8 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმი სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა
საგარეო უწყება - ოკუპაციის 18 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)