|
2021-04-28 15:42:55, 991 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე:ჯანდაცვის სამინისტროსთვის უმთავრესი პრიორიტეტი ხალხის ბიუჯეტის კეთილსინდისიერად გამოყენებაა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სამედიცინო მომსახურებების ერთიან სატარიფო პოლიტიკაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, დადგენილი ოპტიმალური ტარიფების ფარგლებში მნიშვნელოვნად შემცირდა პაციენტების ჯიბიდან გადასახადი. „ჩვენ გასული წლიდან დავიწყეთ სამედიცინო მომსახურებების ერთიან სატარიფო პოლიტიკაზე მუშაობა. აღნიშნული მიდგომის მნიშვნელოვანი შედეგები ჩვენ უკვე მკაფიოდ დავინახეთ კარდიოქირურგიის მაგალითზე: დადგენილი ოპტიმალური ტარიფების ფარგლებში მნიშვნელოვნად შემცირდა პაციენტების ჯიბიდან გადასახადი. თუმცა, ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, რომ სამწუხაროდ კვლავ აქვს ადგილი პაციენტების მიმართ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას. დადგენილი ტარიფების ფარგლების ზევით, კვლავ ხდება პაციენტებისთვის თანხების მოთხოვნა სრულიად გაუგებარი მიზეზებით. მსგავს პრეცედენტებზე ჩვენ არაერთხელ გავეცით გაფრთხილება, რომლის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, მოგვიწევს სათანადო უწყებებისთვის მიმართვა, რათა გამოიძიონ და რეაგირება მოახდინონ მსგავს ფინანსურ სქემებზე. მიუხედავად იმისა, რომ გათანაბრებული ტარიფების ინიაციატივა არაერთხელ გახდა განსჯის საგანი, მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მსგავსი არაპოპულარული ნაბიჯები დიდი რეფორმების ნაწილია, რომელშიც კეთილსინდისიერად, პასუხისმგებლობით ჩართულობა ყველას ვალდებულებაა. აქვე დავამატებ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთვის უმთავრესი პრიორიტეტია ხალხის ბიუჯეტის მაქსიმალურად მიზნობრივად და კეთილსინდისიერად გამოყენება. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვახორციელებთ შესყიდვების პროცესის მუდმივ აუდიტს, რათა გამოვავლინოთ ხარვეზები და კორუფციის თუნდაც მინიმალური რისკი თუ ცდუნება“-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
რუსეთის საგარეო: 18 წლის წინ 7-8 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმი სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა
საგარეო უწყება - ოკუპაციის 18 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)