|
2021-04-26 11:56:32, 602 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენელი ეწვია
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი, აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან, მარგო შილდსთან ერთად, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქ. ქუთაისის და ქ. ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებში იმყოფებოდა. ირაკლი გულედანმა სტუმარს მიმდინარე სამუშაო პროცესი და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შესაძლებლობები გააცნო. ლაბორატორიებში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე, მხარეებმა ის სამუშაოები შეაჯამეს, რომელსაც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან ერთად ახორციელებს. საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც, მათ შორის, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერას სამეცნიერო და კვლევითი პროექტების განხორციელების მიმართულებით. „სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, ამ თანამშრომლობის შედეგად კი, სახეზეა მნიშვნელოვანი წინსვლა. მოხარულები ვართ, რომ თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო (DTRA) აგრძელებს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიასთან თანამშრომლობას და ჩვენს მხარდაჭერას”, - განაცხადა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა. აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან, მარგო შილდსთან გამართულ სამუშაო შეხვედრებს ქ. ქუთაისში, ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის უფროსი გოჩა დუდუჩავა, ქ. ახალციხეში, ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის უფროსი ნაირა ტაბატაძე ესწრებოდნენ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)