|
2021-04-26 11:15:16, 900 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას, რაც 15 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს
ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას 63 მუნიციპალიტეტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, პროექტი ითვალისწინებს რეგიონების ინფრასტრუქტურულ განათლებას. მისივე განმარტებით, აღნიშნული პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება 500 მილიონი ლარია და მისი ვარაუდით, პროექტი დაახლოებით 15 ათასამდე ადამიანს დაასაქმებს. „ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის მასსშტაბურ განახლებას, ეს პროგრამა გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განათლებას, მნიშვნელოვანი კულტურული ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, რეკრეაციულ პარტკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაციასა და მშენებლობას, ყველა ქალაქის, მუნიციპალიტეტის კურორტების და დასახლებების ურბანულ განახლებას. შეიქმნება ახალი დასასვენებელი ტურისტულ-საზოგადოებრივი ზონები. საქართველოში უამრავი ადგილია, რომელიც უნდა გავხადოთ კიდევ უფრო მიმზიდველი ჩვენი მოსახლეობისთვის და ამავდროულად ჩვენი სტუმრებისთვის, ტურისტებისთვის. რეგიონების განახლების პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება ხუთასი მილიონი ლარია, რაც ითვალისწინებს ახალი სამუშო ადგილების შექმნას, ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 15 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებზე ტენდერები ამ კვირაშივე გამოცხადდება და 63 მუნიციპალიტეტში, ალბათ ივნისიდან დავიწყებთ პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)