|
2021-04-26 10:05:12, 569 ნახვა
საზოგადოება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით დღეს იმსჯელებს
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით დღეს იმსჯელებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, შეზღუდვები რადიკალური და კატეგორიული არ იქნება. „საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება გარკვეული შეზღუდვები გაუქმდეს, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ვინაიდან, ჩვენ ვიმყოფებით ახლა ისეთ სტადიაზე, როდესაც ველოდებით მესამე ტალღის პიკურ მაჩენებელს. მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დამატებითი შეზღუდვები შეიძლება გატარდეს იმისათვის, რომ ჩვენ ეპიდსიტუაცია უკეთესად ვმართოთ ლოკალურ დონეზე და საბჭო ამასთან დაკავშირებით ორშაბათს იმსჯელებს. ეკლესიის მხარდაჭერა ისევე როგორც შარშან, იქნება ძალიან აქტიური სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების მიმართ. აქედან გამომდინარე, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არ იქნება რადიკალური და კატეგორიული შეზღუდვები“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)