|
2021-04-24 11:26:10, 831 ნახვა
საზოგადოება
სამოქალაქო აქტივისტის ინფორმაციით, გუშინ ღამით, კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს დაესხნენ თავს
სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანის ინფორმაციით, გუშინ ღამით, კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს დაესხნენ თავს. როგორც ანა სუბელიანი სოციალურ ქსელში წერს, ლესბოსელ წყვილს თავს სახლის მეპატრონე დაესხა, რომელმაც ერთ-ერთი გოგოს გონების დაკარგვამდე სცემა. „გუშინ ღამე კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს დაესხა თავს უკვე სახლის მეპატრონე. ერთი გოგო გონების დაკარგვამდე უცემია (მეორე ყელშ დუაჭრია მეთქი მეწერა სა არ აღმოჩნდა ეგ მართალი, არასწორად მოვიდა ეგ ინფო საბედნიეროდ). გაგიჟებული ვარ ხალხო, რამე გავაკეთოთ! ადვოკატიც კი ვერ იშოვეს ღამე, ან საშვი არ აქვთ, ან ძინავთ. რა გახდა ერთი ღამის მორიგე ადვოკატის გამოყოფა სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციებისთვის? პოლიციაში როგორ უგულოდ ექცევიან მსხვერპლებს, ეგეც ვიცით და კიდევ ერთხელ ვნახეთ და არიან სრულიად უპატრონოდ მიტოვებულები“, - წერს ანა სუბელიანი. შეგახსენებთ, რომ ეს ლესბოსელ წყვილზე მომხდარი მეორე თავდასხმაა ბოლო ერთ კვირაში - რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ Tbilisi Pride-ის თანამშრომელსაც.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)