|
2021-04-21 23:07:51, 471 ნახვა
საზოგადოება
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს განცხადება
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროდ მივიჩნევთ, განმარტება გავაკეთოთ კოჯრის ბავშვთა სახლის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით: პირველ რიგში გვსურს აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ, კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლში სავარაუდო ძალადობის ამსახველ ფაქტებზე გავრცელებულ ინფორმაციას მყისიერად გამოეხმაურა, მოახდინა რეაგირება და კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება განახორციელა. საქმის შესწავლა დაიწყო სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტმა, ჩაერთო სოციალური მუშაკი, გაკეთდა შეტყობინება და დაუყოვნებელი რეაგირების მიზნით ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია ჭეშმარიტების დადგენა, გამოძიების პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ეფექტურად წარმართვა, ამიტომ აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებასთან. ამავდროულად, სააგენტოს ხელმძღვანელობამ მიზანშეწონილად ჩათვალა, გავრცელებული ინფორმაციის გათვალისწინებით, საგამოძიებო პროცესის მიმდინარეობისას, კოჯრის ბავშვთა სახლში სავარაუდო ძალადობის ფაქტებში დასახელებული, კონკრეტული თანამშრომლები, მათ შორის ხელმძღვანელი პირი და დარაჯი დროებით გაერიდებინათ სამუშაო პროცესს. სააგენტოს მხრიდან, ყოველდღიურად ხორციელდება ქმედითი ნაბიჯები დაწესებულების სრულყოფილი, ჯეროვანი ფუნქციონირებისთვის. კოჯრის ბავშვთა სახლში დაინიშნა დროებითი მმართველი, ასევე ჩაერთო განვითარების სპეციალისტთა ჯგუფი. მნიშვნელოვანია, რომ სერვისის მიწოდებაში არ მოხდეს შეფერხება და ამავდროულად ადგილზე აღმოიფხვრას პრობლემები. მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა სამართალდამცავ უწყებებთან.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)