|
2021-04-21 18:09:31, 683 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი EBRD-ის მმართველ დირექტორს შეხვდა
საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის პარტნიორობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველმა დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში მატეო პატრონემ ვირტუალურ ფორმატში გამართული შეხვედრისას. შეხვედრაზე, რომელსაც დაესწრო EBRD-ის რეგიონული დირექტორი კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენი, მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. ლაშა ხუციშვილმა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით, გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარება და მისი აღდგენის პერსპექტივა. მან იმედი გამოთქვა, რომ ბანკთან თანამშრომლობის სტრატეგიული პროგრამა მომდევნო 5 წლისთვის, ისეთივე ნაყოფიერი და წარმატებული იქნება, როგორც მიმდინარე პროგრამა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების დაფინანსების მნიშვნელობას, მათ შორისაა: ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის გაძლიერება, ინფრასტრუქტურა და ურბანული ტრანსპორტი და სხვა. აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერა ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად დაეხმარება როგორც უშუალოდ კრიზისთან ბრძოლაში, ისე პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპის დასაბრუნებლად. საქართველო EBRD-ის ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბენეფიციარია. დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ინვესტირებულია 4 მლრდ ევრო 250-ზე მეტ პროექტში, მათ შორის, 87% -კერძო სექტორში.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)