|
2021-04-21 16:08:28, 839 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის მესამე ტალღის პიკი აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ორ კვირაშია მოსალოდნელი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღის პიკი აპრილის ბოლოს, მაისის პირველ კვირაშია მოსალოდნელი. როგორც მან აღნიშნა, მოსალოდნელი პიკური პერიოდი არ იქნება ისეთი დრამატული, როგორიც ნოემბერ-დეკემბერი იყო. „ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მონაცემებით, პიკს ჩვენ ველოდებით აპრილის ბოლოს, მაისის პირველი კვირის განმავლობაში. ვფიქრობ, რომ ასეთი დრამატული, როგორც ნოემბერ-დეკემბერი გვქონდა, არ უნდა იყოს ეს პიკი ბევრი ფაქტორის გამო. ერთი - მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს უკვე გადატანილი აქვს ინფექცია და ასეთი არის დაახლოებით, 600 ათასიდან 650 ათას ადამიანამდე ქვეყანაში. ოფიციალურად ჩვენ დღეს დადასტურებული გვყავს 299 ათასამდე ადამიანი, თუმცა, ვანგარიშობთ ორჯერ მეტს, რომ მათ უსიმპტომოდ ან ძალიან მცირეოდენი სიმპტომებით აქვთ გადატანილი დაავადება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)