|
2021-04-17 18:50:09, 830 ნახვა
საზოგადოება
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო 16 აპრილს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს -„ძალადობა ბავშვთა სახლში“ ეხმიანება. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლში სავარაუდო ძალადობის ფაქტების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად მოახდინა რეაგირება და კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება განახორციელა. აღნიშნული საქმის შესწავლა სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო, მოხდა სოციალური მუშაკის ჩართვა, გაკეთდა შეტყობინება და დაუყოვნებელი რეაგირების მიზნით ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა. სააგენტო და შესაბამისი უწყებები პერიოდულად ახორციელებენ კოჯრის ბავშვთა სახლის მონიტორინგს. მსგავსი დარღვევის შესახებ ინფორმაცია აქამდე არ დაფიქსირებულა. პრობლების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა წარმოადგენს სააგენტოს ინტერესს. პროცესის გამჭვირვალობისა და მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, სააგენტო მზად არის ითანამშრომლოს სახალხო დამცველის აპარატთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამავდროულად, სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს მოკვლევა, დაინტერესებულია გამოავლინოს ნებისმიერი სახის დარღვევები და მის დაქვემდევარებაში არსებულ დაწესებულებებში მსგავს ფაქტებზე უმკაცრესი რეაგირება მოახდინოს.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)