|
2021-04-17 14:15:11, 570 ნახვა
საზოგადოება
„მიმიხედეთ მეუღლეს“ - „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი ბოდიშს იხდის
„მიყვარხართ და მენატრებით, მაკას მიმიხედეთ“, - „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი ნიკა წურწუმია, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან, ოჯახს წერილობით შეტყობინებას უგზავნის. გზავნილი თავდამსხმელმა მისივე უფლებადამცველს გამოატანა, რომელმაც დღეს წურწუმია ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გამოიყენებს დუმილის უფლებას. ვისაუბრეთ არაერთ საკითხთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მე ვუხდი ბოდიშს მისი და მთელი ოჯახის სახელით იმ ადამიანებს, ვინც იქ იმყოფებოდა. მეორე საკითხი იყო მისი ფინანსური და მატერიალური მდგომარეობა, რაც დაკავშირებულია გარკვეულ პირთა წრესთან. როდესაც იგი შევიდა ბანკში ორი პიროვნება, მანდილოსნები, რომლებიც იყვნენ შეშინებულები დაუყონებლივ გაუშვა გარეთ. პროტესტის სხვა შედეგებზე მას არ უფიქრია. ახლაც კი, აქ დამიწერა ერთადერთი რაღაც, „მიმიხედეთ ჩემს მეუღლეს ძალიან მიყვარხართ“, - განაცხადა ადვოკატმა. ცნობისთვის, ავლაბრის მეტროსთან მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში გუშინ შეიარაღებული პირი, ნიკოლოზ წურწუმია შეიჭრა. შსს-ს ინფორმაციით, მას მძევლად 7 პირი ჰყავდა აყვანილი. თავდამსხმელი მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით რამდენიმე საათში დააკავეს.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)