07:53 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-16 18:19:13, 628 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილის განცხადებით, თხილის ექსპორტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინი გამართლდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, თხილის ექსპორტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინი გამართლდა.

როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ქვეყანას 2021 წელსაც აქვს მოლოდინი, რომ დადებითი ტენდენციები გაგრძელდება და საქართველო უნდა იყოს თხილის ერთ-ერთი პირველი მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანა მსოფლიოში.

„თხილის ექსპორტთან დაკავშირებით ჩვენი მოლოდინი გამართლდა. ჩვენ ვთქვით, რომ მარკეტინგული წლის განმავლობაში, 100 მლნ დოლარი იქნებოდა საქართველოში წარმოებული თხილის ექსპორტის მოცულობა. უკვე ვუახლოვდებით იმ ნიშნულს, როდესაც თხილი იკავებს წამყვან პოზიციას. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული იმ გამოწვევების დაძლევასთან, რომელიც უკავშირდება აზიურ ფაროსანას, სხვა დაავადებებს, ცოდნაზე წვდომას და რაზეც სამინისტრო ასოციაციასთან ერთად მუშაობს. 2020 წლის სეზონი ძალიან დიდი მოტივაციის მიმცემი იყო ფერმერებისთვის. ხარისხიან პროდუქციაზე ანაზღაურება იყო ღირსეული. 2021 წელსაც გვაქვს მოლოდინი, რომ დადებითი ტენდენციები გაგრძელდება. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი პირველი მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანა მსოფლიოში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს „საქსტატმა“ 2020 წლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგში დადებით ტენდენციებს ასახავს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics