06:46 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-16 12:33:25, 447 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ UNDP-ის მიერ ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა გაეროს  განვითარების  პროგრამის (UNDP) მიერ ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

გაეროს  განვითარების  პროგრამის  ინოვაციების  ჯგუფი,  ჩეხეთის  მთავრობის ხელშეწყობით (Czech UNDP Partnership for SDGs), 2019 წლის ნოემბრიდან აწყობს შეხვედრების სერიას სამეცნიერო, კერძო, არასამთავრობო და სამთავრობო წრეების წარმომადგენლების  მონაწილეობით,  რომელიც  მიზნად  ისახავს  კვლევითი  და პოლიტიკის  შემუშავების  პროცესების  დაახლოებას,  თანამედროვე  კვლევითი მეთოდების და განვითარების სფეროში განხორციელებული კვლევების გაზიარების გზით.

„მისასალმებელია, რომ არსებობს სივრცე, სადაც შესაძლებელია, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები სამეცნიერო მიღწევებს გაეცნონ შემდგომ პრაქტიკაში დასანერგად, როგორც გარემოს დაცვის, ისე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ყოველთვის საინტერესოა სხვა ქვეყნებში არსებული პრაქტიკის გაცნობა  საკანონმდებლო თუ კერძო  ინიციატივების  ჭრილში, როგორიცაა  ჩეხეთი  და ბოსნია-ჰერცოგოვინა, რომელთა შესახებაც მოწვეული ჩეხი ექსპერტისგან მოვისმინეთ”, - განაცხადა შეხვედრაზე სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილემ სურსათის ნარჩენების სეპარირების, გადამუშავების, კომპოსტირებისა და რეციკლირების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მთავრობას განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამების ხელშეწყობისთვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics