|
2021-04-16 11:16:58, 467 ნახვა
საზოგადოება
ეკონომიკის სამინისტროში „ნოკიას“ ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოში კორპორაცია „ნოკიას“ საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სადაც მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი ფინური კორპორაციის რეგიონული ვიცე-პრეზიდენტს მიკო ლავანტის შეხვდნენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ფინურ კორპორაციას სურვილი აქვს, შემოვიდეს საქართველოს ბაზარზე. რაც შეეხება მიმართულებებს, შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის, ხელოვნური ინტელექტისა და ზოგადად ციფრული ეკონომიკის განვითარება. სამინისტროს წარმომადგენლებმა „ნოკიას" ვიცე-პრეზიდენტს გააცნეს საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით არსებული ვითარება, მათ შორის, ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარებისა და საყოველთაო ინტერნეტიზაციის კუთხით მიღებული გადაწყვეტილებები. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ამბიცია, გახდეს ციფრული ჰაბი რეგიონში, რისთვისაც ახორციელებს მთელ რიგ პროგრამებს. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა ხელსაყრელ საკანონმდებლო და ბიზნეს გარემოზე, რომელიც მიმართულია ქვეყანაში საერთაშორისო ტექნოლოგიური კორპორაციების შემოსვლისა და რეგიონული წარმომადგენლობების გახსნის კუთხით, რამაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უნდა შეუწყოს ხელი. „ძალიან მოხარული ვარ, რომ მოვისმინე მთავრობის პროგრამის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს უფრო ფართო ტერიტორიების დაფარვას ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურით და ეხმარება საქართველოს მოსახლეობას ციფრული სერვისების ჩართვაში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სხვადასხვა აქტივობებზე 5G-სა და ბიზნესის გამჭვირვალობის შესახებ. „ნოკია" ამაყობს, რომ მსოფლიოში ყველაზე ეთიკური კომპანიაა ამ ინდუსტრიაში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ, თუ რა სახის თანამშრომლობა შეგვიძლია საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხისთვის მომსახურების გაწევის თვალსაზრისით. მოხარული ვიყავი, რომ მოვისმინე საგადასახადო შეღავათების პროგრამის შესახებ და გავეცანი სხვადასხვა ტიპის განვითარების გეგმებს, რომლებიც მიზნად ისახავს, უფრო ნათელი გახადოს ციფრული სერვისების როლი მომავალის მსოფლიოში", - განაცხადა მიკო ლავანტიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ. შეხვედრას ასევე დაესწრნენ სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგამბულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ეკა ყუბუსიძე.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)