|
2021-04-11 12:45:08, 708 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილმა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის ეროვნული სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის ეროვნული სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა. სხდომაზე არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი მცირე საპროექტო იდეები განიხილეს, რომელთა მიზანი თემზე დაფუძნებული ინოვაციური, ინკლუზიური და რეპლიკაციური ინიციატივების მხარდაჭერაა. ინიციატივები ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოებას, მთავრობასა და კერძო სექტორს შორის დიალოგს გარემოსდაცვითი მმართველობის გასაუმჯობესებლად; ასევე, პრაქტიკული გარემოსდაცვითი ცოდნის მიღების ხელმისაწვდომობას და ქალების აქტიურ ჩართვას გარემოსდაცვით საქმიანობაში. GEF-ის მცირე გრანტების პროგრამას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივად ახორციელებენ. ამ ეტაპისთვის, 72 მცირე საპროექტო განაცხადია წარმოდგენილი. განხილვების შემდეგ, საბჭო გამოავლენს საბოლოო გამარჯვებულ პროექტებს. საგრანტო თანხა, ამ ეტაპზე, 250,000 აშშ დოლარს შეადგენს. GEF-ის მცირე გრანტების პროგრამა საქართველოში 2012 წლიდან ხორციელდება. ამ ხნის განმავლობაში, 70-ზე მეტი წარმატებული ადგილობრივი პროექტი შესრულდა, ხოლო გაცემული გრანტების ოდენობამ 1.9 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)