02:29 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-06 21:09:44, 610 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, გუდამაყრის ქუჩა N2ა-N4-ში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

ნაძალადევის რაიონში, გუდამაყრის ქუჩა N2ა-N4-ში გზის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში, დაიგო ასფალტის საფარი, ასევე, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 1 900 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. გამგებელი ადგილობრივ მცხოვრებლებს და გუდამაყრის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კერძო სკოლის დირექტორს შეხვდა.

„კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პრობლემა მოვაგვარეთ სანზონის დასახლებაში. გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, გუდამაყრის ქუჩა N2ა-ში, სადაც 300-მდე ოჯახი ცხოვრობს, წყალარინების პრობლემური ქსელი შევცვალეთ, ახლა კი კორპუსის ეზოში გზას ვაწესრიგებთ. N4-ში კი კერძო სკოლა „პოლიგლოტი“  მდებარეობს. სკოლის შენობის გვერდით, სადაც ასფალტის საფარს ვაგებთ, იყო დაბინძურებული ტერიტორია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, როგორც მოსწავლეები, ასევე ადგილობრივები, კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული პროექტისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 102 000 ლარი გამოყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics