02:29 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-06 13:45:53, 524 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბაღები და სკოლები უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში დაიხურება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ბაღებისა და სკოლების დახურვა ძალიან რთული გადაწყვეტილებაა და  უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მოხდება.

როგორც თამარ გაბუნიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ეპიდემიის გავრცელების რისკი ბაღებსა და სკოლებში მაღალია.

„ბაღებისა და სკოლების დახურვა ძალიან რთული გადაწყვეტილებაა. ამდენად, თუ უკიდურესი აუცილებლობა არ იქნება, ვეცდებით, დიდხანს შევინარჩუნოთ. ეპიდემიის გავრცელების რისკი ბაღებსა და სკოლებში მაღალია, ამდენად ამის უკიდურესი აუცილებლობა თუ არ იქნება, სასწავლო პროცესი გაგრძელდება, აქტიური ტესტირების და სხვა წესების დაცვის ფონზე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics