|
2021-04-05 11:24:36, 471 ნახვა
საზოგადოება
1-ლი აპრილიდან 1-ელ მაისამდე, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელებს ანგარიშგების ვალდებულება აქვთ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე ახორციელებს სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებას. ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ლიცენზიას მიიღებს საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში, ვალდებული არ არის ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ანგარიშგება. კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ორგანიზაციების მისამართზე წარდგენის ნაცვლად, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელები, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელები, თევზჭერის ლიცენზიის მფლობელები და ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებიდან და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს info@des.gov.ge-ზე და ლიცენზიის გამცემს - სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს info@nea.gov.ge-ზე ელექტრონული სახით წარუდგინონ ანგარიში „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის წარმოდგენის წესისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 18 თებერვლის N179 ბრძანების შესაბამისად. ამასთანავე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი შეგახსენებთ, რომ ანგარიშგების დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობა, კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)