|
2021-04-03 10:39:28, 494 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირი საქართველოში გარემოს დაცვის მიმართულებით ახალ პროგრამას განახორციელებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშეს, ალექსანდრე დარასსშეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის ახალი, მასშტაბური პროგრამის დეტალები განიხილეს. პროგრამა, რომელიც 2022-2027 წლებში განხორციელდება, გარემოს დაცვის მიმართულებით 20 მლნ ევრომდე ოდენობის მხარდაჭერას ითვალისწინებს. პროგრამა დაფარავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: წყლის რესურსების მართვა, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება,ნარჩენების მართვა, ინდუსტრიული ემისიების შემცირება,დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონმდებლობის დაკლიმატის ცვლილების კუთხის ეროვნული წვლილის დოკუმენტით გათვალისწინებული კონკრეტული აქტივობების მხარდაჭერა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარე წელს, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოში დაიწყება 2,5 მლნ ევრომდე ღირებულების ტექნიკური დახმარების ორი პროექტიც. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)