|
2021-04-01 16:36:04, 587 ნახვა
საზოგადოება
ქვემო სამგორში, წმინდა ბარბარეს უბანში მულტიფუნქციური სპორტული სივრცე ეწყობა
სამგორის რაიონის გამგეობა ქვემო სამგორში, ნაკადულის ქუჩის მესამე გასასვლელში არსებულ მიწის ნაკვეთზე სპორტული სივრცეების მოწყობას ახორციელებს. 2 523 კვ.მ ფართობზე სპორტული მოედნები, რეკრეაციული სივრცე და სხვადასხვა სპორტული ინფრასტრუქტურა განთავსდება. მიმდინარე სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად დაათვალიერა. პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყობა FIFA-ს სტანდარტების მინი ფეხბურთის სტადიონი. 40x25 ზომის ხელოვნურსაფარიან მოედანთან გაკეთდება 60 ადგილიანი მაყურებელთა ტრიბუნა და სტადიონის განათების სისტემა. მოედნის გარშემო 140-მეტრიანი სარბენი ბილიკი განთავსდება. ასევე, ტერიტორიაზე მოეწყობა კალათბურთისა და ფრენბურთის კაუჩუკისსაფარიანი მოედანი და ფიტნეს ზონა, რომელშიც ათი ტრენაჟორი დამონტაჟდება. ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც. მოეწყობა რეკრეაციული სივრცე, სადაც სკამები და ურნები განთავსდება, საფეხმავლო ბილიკები მოპირკეთდება და გარე განათების სისტემა დამონტაჟდება. პროექტის ღირებულება 614 ათასი ლარია. სამუშაოებს, სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია „პე ბე“ ასრულებს.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)