00:07 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-01 10:33:42, 660 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ეროვნული არქივის მასალა გერმანელების შესახებ ონლაინ გახდა ხელმისაწვდომი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ფონდებში საქართველოსა და ამიერკავკასიაში მცხოვრები გერმანელების შესახებ დაცული XIX-XX საუკუნეების დოკუმენტები ელექტრონული პროგრამის მეშვეობით გახდა ხელმისაწვდომი: https://archival-services.gov.ge/germanelebi/

საქართველოში გერმანელები 1817 წლიდან დასახლდნენ და მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქვეყნის საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში.

ელექტრონულ კატალოგში წარმოდგენილია საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცული მასალა, რომელიც ეხება: გერმანული კოლონიების დაარსებას; კოლონიების მმართველობის სტრუქტურას; მიწათმფლობელობის საკითხებს;  საკომლო აღწერას; 
სკოლებისა და სასწავლებლების მშენებლობას; ევანგელისტ-ლუთერანი მრევლის საქმიანობას; მისიონერთა მოღვაწეობას; ეკლესიებისა და სამლოცველო სახლების მშენებლობას და სხვ.

ონლაინკატალოგი მოიცავს 10-ზე მეტი საარქივო ფონდის 400-მდე საქმეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics