23:03 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-31 14:06:05, 385 ნახვა

საზოგადოება
მცენარეთა დაცვის დარგის განვითარების მხარდაჭერის მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს მცენარეთა დაცვის დარგის განვითარების მხარდაჭერის მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს რიგით მე-5 შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ხანიშვილი ხელმძღვანელობდა. მისასალმებელ სიტყვაში გიორგი  ხანიშვილმა პანდემიის გამო ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, მიმდინარე წლის პრიორიტეტებსა და გეგმებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება მცენარეთა დაცვის მიმართულებით მოსალოდნელი რისკების  წინასწარი განსაზღვრის საჭიროების საკითხებზე გაამახვილა.

შეხვედრაზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა ფიტოსანიტარიის განვითარების სტრატეგია, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები წარმოადგინეს. საუბარი შეეხო პანდემიის პირობებში საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ფიტოსანიტარიული კონტროლის საკითხს.

აღსანიშნავია, რომ მცენარეთა დაცვის დარგის განვითარების მიზნით შექმნილ სამეთვალყურეო საბჭოს ფარგლებში, რისკების ანალიზის და მოკლევადიანი სასწავლო კურსების უზრუნველყოფის სამუშაო ჯგუფები ფუნქციონირებს, რომელთა საქმიანობასაც შესაბამისი მიმართულებებით აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება წარმოადგენს.

სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრას სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების,  აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დონორი ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრების ნაწილი შეხვედრაში, პანდემიის გამო,  ონლაინ რეჟიმში მონაწილეობდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics