21:45 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-26 14:50:20, 727 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ეპიდემიოლოგებმა მალე შესაძლოა მესამე ტალღის დასაწყისი გამოაცხადონ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგებმა შესაძლოა, მალე მესამე ტალღის დასაწყისი გამოაცხადონ.

ეკატერინე ტიკრაძემ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ დაიცვან ეპიდემიოლოგების მიერ რეკომენდებული წესები, კერძოდ, სოციალური დისტანცირება და ატარონ ნიღაბი.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით იმ ფაზაში, როდესაც შეიძლება დავარქვათ, რომ ეს არის გარკვეულწილად დასაწყისი მესამე ტალღის, აქ მნიშვნელოვანია გატარდეს ერთობლივი ღონისძიებები, ვაქცინაციის პროცესის თანმიმდევრული გამართვა და მოქალაქეების მოტივირება იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვანია, მაგრამ პარალელურად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთი წელია ვიმყოფებით შეზღუდვების პრცესში, რაც გულისხმობს, რომ მნიშვნელოვანია დავიცვათ სოციალური დისტანცირება, აუცილებლად ვატაროთ ნიღაბი. საქართველოში დღესდღეობით ერთადერთ აქტიური შეზღუდვა, რაც დარჩენილია, ეს არის „კომენდატის საათი“, სხვა შეზღუდვები თითქმის მოხსნილია, რაც შეეხება იმას, თუ რომელ ფაზაში ვართ, დიახ, ეს არის გარკვეულწილად იმის საწყისი და ნიშანი, რომ შესაძლოა ეპიდემიოლოგებმა ოფიციალურად გამოაცხადონ მესამე ტალღის დასაწყისი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics