|
2021-03-20 10:33:52, 487 ნახვა
საზოგადოება
პოლიციის ავტოპარკს 225 ახალი ავტომანქანა შეემატა
შინაგან საქმეთა სამინისტროში საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი გრძელდება - პოლიციის ავტოპარკს 225 ახალი ავტომობილი: "შკოდას" მარკის, სედანის ტიპის 175 ავტომობილი და "კია ნიროს“ მოდელის 50 ჰიბრიდული მანქანა შეემატა. ახალი ავტომობილებიდან არც ერთი არ არის განკუთვნილი სამინისტროს ხელმძღვანელი პირებისთვის. ავტომანქანების გადაცემის ღონისძიება თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები - ვლადიმერ ბორცვაძე და გიორგი ბუთხუზი, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - ვაჟა სირაძე დაესწრნენ. ახალი ავტომობილები გადაეცა პოლიციის დანაყოფებს თბილისსა და რეგიონებში, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს. საპატრულო მანქანების ავტოპარკის განახლება ხელს შუწყობს მომხდარ დანაშაულზე პატრულ-ინსპექტორების დროულ და ეფექტიან რეაგირებას, ასევე, დანაშაულის პრევენციას. საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების მიზანია საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და პოლიციელების სამუშაო პირობების გაუმჯობესება. შინაგან საქმეთა სამინისტრო რეგულარულად აახლებს თავის ავტოპარკს. სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს საპოლიციო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლება-გაუმჯობესების პროექტებს.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)