|
2021-03-18 14:37:19, 463 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა: ჩვენი მწვანე ენერგიის ევროკავშირისთვის მისაწოდებლად შავი ზღვის ფსკერზე 1195 კმ. სიგრძის წყალქვეშა კაბელის გაყვანის პროექტი განიხილება
ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე განხილული საკითხების შეფასებისას, რომელიც ბრიუსელში გაიმართა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის გაყვანას გულისხმობს საქართველოსა და ევროპის ენერგოსისტემების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. „ეს არის ყველაზე გრძელი, დაახლოებით 1195 კმ. სიგრძის წყალქვეშა კაბელი, რომელიც ასევე აღჭურვილი იქნება შესაბამისი, მაღალი ხარისხის ინტერნეტის გადამცემი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზით. ერთობლიობაში, ეს პროექტს გახდის არამხოლოდ სტრატეგიულად მნიშვნელოვანს, არამედ კომერციულად მიმზიდველს. პროექტზე საუბარი იყო ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების კონტექსტში და ეს არის ძალიან დიდი პრიორიტეტი, რაშიც ევროკავშირი გვიდგას გვერდში. ამოცანა არის ის, რომ შემდგომში, ჩვენი მწვანე ენერგია, ამ გადამცემი ხაზის მეშვეობით გადაეცემოდეს ევროკავშირს" - აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკმა უკვე გამოყო გარკვეული თანხები პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლაში დასახმარებლად. „მზად ვართ და მოხარულები ვიქნებით, თუ ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურები მონაწილეობას მიიღებენ არამარტო შესწავლაში, არამედ შემდგომ განხორციელებაშიც და მეტი ევროპული კომპანია ჩაერთვება ამ წყალქვეშა, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის პროექტში", - განაცხადა ნათია თურნავამ.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)