17:51 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-17 15:08:27, 372 ნახვა

საზოგადოება
კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევების გამო დახურული ბაღებიდან ოთხში სააღმზრდელო პროცესი განახლებულია

კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევების გამო დახურული ბაღებიდან ოთხში სააღმზრდელო პროცესი განახლებულია. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თითოეულ ბაღში მაქსიმალურად ითვალისწინებენ  ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს.

„თქვენ იცით, რომ სწავლა პირველ მარტს განახლდა. როდესაც პირველად ჩატარდა პერსონალის ტესტირება, სანამ ბაღები გაიხსნებოდა, 8 ბაღის პერსონალს დაუდასტურდა კოვიდი, შესაბამისად, ეს ბაღები არ გაიხსნა. ამის შემდეგ, ტესტირების პროცესში კიდევ 46 ბაგა-ბაღში დადასტურდა ვირუსი, როგორც პერსონალის, ისე ბავშვების შემთხვევაში, შესაბამისად, დაიხურა ეს ბაღებიც. ამ ეტაპზე, უკვე 4 ბაღში განახლებულია სააღმზრდელო პროცესი. გრძელდება ტესტირება და ეტაპობრივად ხდება ბაღების  გახსნა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ მაქსიმალურად მკაცრად ვაკონტროლებთ  ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვას და ტარდება ყველა ის ღონისძიება, რაც აუცილებელია აღსაზრდელების და პერსონალის ჯანმრთელობის დასაცავად“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

                                                                                           





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics