16:43 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-14 14:49:30, 540 ნახვა

საზოგადოება
მიტროპოლიტი სტეფანე - მოვუწოდებ ყველას, მათ შორის სასულიერო პირებს ჭყონდიდში მომხდარის გამო შენდობა ითხოვონ

ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე აცხადებს, რომ ყველამ და მათ შორის სასულიერო პირებმა, ვინც ჭყონდიდში მომხდარ უაზრო ქმედებებში მონაწილეობდა შენდობა უნდა ითხოვონ.

მისივე თქმით, ყველა მათგანი თავიანთ მოძღვრებთან უნდა მივიდნენ და მათ სთხოვონ შენდობა.

„ყველას, ვისაც განსაკუთრებით უაზრო ქმედებებში მოუწია მონაწილეობა, მათ შორის სასულიერო პირებს, მოვუწოდებ, შენდობა ითხოვონ საჯაროდ, ყველას წინაშე, იმიტომ რომ ეს მათ ძალიან დიდ ძალას მისცემს უფლისკენ მობრუნებისა, ეკლესიისგან შეწყნარებისა.

მრევლი, ადამიანები და მათ შორის ჟურნალისტები, რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ, შენდობა ითხოვონ, ოღონდ თავიანთ მოძღვრებთან, ვინც არის მორწმუნე და ვინც არ არის მორწმუნე ახლა თვითონ თავის თავს მიხედავს. უფალი როგორ დახვდება, ეგ თვითონ იკითხოს, მაგრამ ვისაც აქვს სინდისი ქრისტიანული, მივა მოძღვართან და შენდობას ითხოვს. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ ერის ხალხი საჯაროდ იხდიდეს ბოდიშს. ერის ხალხმა თავის მოძღვრებთან უნდა ითხოვოს შენდობა და ყველას მიეცემა შენდობა“, – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

შეგახსენებთ, რომ 8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიაში ეპარქიის წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების ნაწილს შორის შელაპარაკება მოხდა.

დაპირისპირების შედეგად ჩამოინგრა საეპისკოპოსო რეზიდენციის აივნის მოაჯირი, რა დროსაც დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორია მედიის ექვსი წარმომადგენელი. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სსსკ-ის 124-ე მუხლით აწარმოებს, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
„ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ უკანონო ნაბიჯს სამართლებრივი და პოლიტიკური გზით დაუპირისპირდება
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics