|
2021-03-13 13:40:50, 519 ნახვა
საზოგადოება
ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ეფექტიანი კომუნიკაციის და მომსახურების სტანდარტების შესახებ ტრენინგები ჩატარდა
ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ეფექტიანი კომუნიკაციის და მომსახურების სტანდარტების შესახებ ტრენინგები ჩატარდა. როგორც ცნობილია, წყალტუბოსა და გარდაბანში იუსტიციის სახლების მშენებლობა მიმდინარეობს - ტრენინგები სწორედ იმ პირებმა გაიარეს, რომლებიც სამომავლოდ, აღნიშნული იუსტიციის სახლების გახსნის შემდეგ, ადგილზე დასაქმდებიან. ამ ეტაპზე სწავლება 18-მა პირმა გაიარა. ტრენინგების მიზანს წარმოადგენდა მოქალაქეთა ეფექტიანი მომსახურებისთვის აუცილებელი ცოდნის მიღება, მომსახურების სტანდარტების გაცნობა და ეფექტიანი მომსახურებისათვის საჭირო უნარების განვითარება. ტრენინგების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ იუსტიციის სახლში დანერგილ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეფექტიანი მომსახურებისა და კომუნიკაციის მაღალ სტანდარტებს, ქცევის ეტიკეტს და სხვა. ტრენინგის მონაწილეები შეძლებენ სერვისის გაცემისას მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდაზე ორიენტირებული მიდგომები გამოიყენონ, მართონ მომსახურების პროცესში შექმნილი პრობლემური სიტუაციები და ა.შ. იუსტიციის სახლი, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ჩართულობით, თანამშრომლებს მუდმივად უტარებს ტრენინგებს მომსახურების სტანდარტების შესახებ, მათ შორის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით შექმნილი სახელმძღვანელოს - “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურება იუსტიციის სახლში” მიხედვით. სახელმწიფო სერვისების ეფექტიანად და მაღალი სტანდარტით მიწოდებისთვის საჭირო ღონისძიებებში იუსტიციის სასწავლო ცენტრი აქტიურადაა ჩართული და წლებია უზრუნველყოფს შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)