|
2021-03-09 17:00:11, 575 ნახვა
საზოგადოება
IDFI - 21 მარტიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, კოვიდსასტუმროებისა და კლინიკების მომსახურების შესყიდვებში 200 მლნ ლარამდე დაიხარჯა
21 მარტიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, კოვიდსასტუმროებისა და კლინიკების მომსახურების შესყიდვებში 200 მლნ ლარამდე დაიხარჯა, - ამის შესახებ ანგარიშს IDFI ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ამ მიზნობრიობით განხორციელებული შესყიდვების უდიდესი ნაწილი ხორციელდება გამარტივებული წესით, ხოლო ცალკეული უწყებების მიერ ელექტრონულ სისტემაში ატვირთული გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებები საჯაროდ ხელმიუწვდომელია. „2020 წლის ანტიკრიზისული გეგმით, მოქალაქეებისთვის პირდაპირი დახმარებების სახით გათვალისწინებული იყო ერთ მლრდ. ლარზე მეტი, რაც მთლიანი ანტიკრიზისული ფონდის 29.5%-ს შეადგენს. ცალკეულ შემთხვევებში პირდაპირი დახმარება განისაზღვრა ერთნაირი მოცულობით, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, ასევე მოსახლეობის მაღალ შემოსავლიანი ნაწილისთვის. ანტიკრიზისული გარკვეული დახმარების პროგრამები მცირე მოცულობით იყო წარმოდგენილი და შესაძლებელი იყო აღნიშნული დახმარებების მოცულობის და მიზნობრივი სეგმენტის ზრდა. იმ ფონზე, როდესაც ბიუჯეტის ათვისება გარკვეული პროგრამების შემთხვევაში ვერ მოხერხდა. საქართველოს სახელმწიფო ვალი 2020-2021 წლებში მშპ-ს 60%-ს გადააჭარბებს, რაც აღემატება „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ 60%-იან ზღვარს“, - აღნიშნულია ინფორმაციში.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)