|
2021-03-07 16:42:19, 726 ნახვა
საზოგადოება
მეუფე შიო - როდესაც პირადად შეურაცხგვყოფენ, დავითმინოთ, მაგრამ თუ საზოგადო საქმე ზიანდება, შევეწინააღმდეგოთ
როდესაც პირადად შეურაცხგვყოფენ, დავითმინოთ, მაგრამ თუ საზოგადო საქმე ზიანდება, შევეწინააღმდეგოთ, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ ქადაგებისას განაცხადა. მისივე თქმით, ქრისტიანი ვალდებულია ყოველგვარი ბოროტება შეაჩეროს და შეეწინააღმდეგოს. „ყველაზე მძიმე შიშიშვლეც, შიმშილიც და წყურვილიც სწორედ ეს არის. შესაბამისად, წმინდა მამები ამბობენ, რომ რამდენაც სული მეტია სხეულზე, იმდენად მეტია სულიერი მოწყალება მატერიალურ მოწყალებაზე, მშიერი უნდა დავაპუროთ სულიერი საზრდოთი, სულიერი საჭმლით და ადამიანებს დავეხმაროთ, რათა ცოდვა გამოასწორონ. როდესაც შეურაცხგვყოფენ, დავითმინოთ ეს პირადი შეურაცხყოფა და ვილოცოთ ჩვენი მაწყენართა და შეურაცხმყოფელთათვის. ვიმეორებ, როდესაც ეს პირად შეურაცხყოფას ეხება, მაგრამ თუ საქმე მიდის საზოგადო საქმის დაზიანებამდე, რა თქმა უნდა, ქრისტიანები ვალდებული არიან, წინააღმდეგობა გაუწიონ და შეაჩერონ ასეთი ბოროტება და არ დაითმინონ. აქ საუბარია პირად შეურაცხყოფაზე. უფრო მეტად რომ დავფიქრდეთ დღეს წაკითხული სახარების ამ მონაკვეთზე: ვინ არის ის ადამიანი – სულიერად მშიერ-მწყურვალი, სათნოებებისაგან განძარცვული და შიშველი, საპყრობილესა და სნეულების ტყვეობაში მყოფი, ვისაც სჭირდება დახმარება და სულიერი მოწყალება? როგორ ფიქრობთ, ვინ არის ასეთი ჩვენთან ყველაზე ახლოს მდგომი? ჩვენ თვითონ, ჩვენივე უბადრუკი, ცოდვილი და დაცემული სული, რომელიც საჭიროებს დახმარებას. პირველ რიგში, შენს საკუთარ თავს უნდა გაუწიო ეს მოწყალება, რომ ასაზრდოო სულიერი საზრდოთი, შემოსო სათნოებებით, განკურნო შენი დასნეულებული სული“, - აცხადებს მეუფე შიო ქადაგებისას.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)