|
2021-03-07 14:41:10, 614 ნახვა
საზოგადოება
7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა
7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა ჟიული შარტავა დღეს 77 წლის გახდებოდა, ის 1944 წლის 7 მარტს სენაკში დაიბადა. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ჟილი შარტავა იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე. 1993 წლის 27 სექტემბერს ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რა დროსაც ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ეროვნული გმირის - ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკო სამეგრელო-ზემო სვანეთს სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ, სენაკის მერთან ლევან კუპრეიშვილთან ერთად საქართველოს ეროვნული გმირის - ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკო. „ჟიული შარტავა არის ჩვენი დროის გმირი, მან თავისი სამაგალითო საქციელით, აჩვენა ყველას თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ სამშობლოსთვის და როგორ უნდა გიყვარდეს საქართველო. ჟიული შარტავას გმირობა მისაბაძია დღეს და ასე იქნება საუკუნეების შემდეგაც, მის გმირობაზე თაობები აღიზრდებიან, მადლობა მას ამ თავდადებისთვის" - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)