08:26 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-19 15:04:52, 503 ნახვა

საზოგადოება
21 თებერვლიდან კონსტანტინე ლესელიძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

21 თებერვლიდან კონსტანტინე ლესელიძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„21 თებერვლიდან გლდანის რაიონში, კონსტანტინე ლესელიძის ქუჩაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

სამუშაოების მსვლელობისას, კერძო ავტომობილები ხიზანიშვილის ქუჩიდან თიანეთის გზატკეცილისკენ გადაადგილებას ხიზანიშვილის, ომის გმირების ქუჩებისა და თიანეთის გზატკეცილის საშუალებით შეძლებენ. თიანეთის გზატკეცილიდან ვეკუას ქუჩისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება თიანეთის გზატკეცილის, ომის გმირების, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების გავლით.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება შიდაკვარტალური გზებით.

სამუშაოების ფარგლებში, N51 ავტობუსის მარშრუტში ცვლილებები განხორციელდება. კერძოდ, გლდანულადან მომავალი ავტობუსი, ქერჩის ქუჩის დახმარებით გადაადგილდება, ხოლო უკუმიმართულებით, ავტობუსი ვასაძის ქუჩის გავლით, მოსულიშვილის ქუჩაზე გადაადგილდება და შემდგომ სვლას გლდანულას მიმართულებით განაგრძობს.

კონსტანტინე ლესელიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციას გლდანის რაიონის გამგეობა განახორციელებს. აღნიშნულ ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად მოწესრიგდება და  ასფალტის საფარი დაიგება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics