07:02 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-16 10:43:08, 471 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, გიორგი სურმანიძეს შეხვდა. 

მხარეებმა სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი სახელმწიფო პროექტები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილიც. აღინიშნა, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები  წელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის  სამინისტროსთან ერთად, კოორდინირებულად   წარიმართება.

„გასული წელი იყო რთული, თუმცა, ერთობლივი ძალისხმევით, ბევრი პრობლემის  გადაჭრა და გამოწვევის დაძლევა შევძელით. 2021 წელი მეტად წარმატებული იქნება. სახელმწიფოს მხრიდან ციტრუსის, თხილის და სხვა აგრარული დარგების განვითარების მხარდაჭერა გაზრდილია. ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, უმნიშვნელოვანესია ფერმერების მეტი აქტიურობა მოსავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად“, - განცხადა გიორგი ხანიშვილმა.

გიორგი სურმანიძემ აჭარაში აგრარული სექტორის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ, გასულ წელს, აჭარაში ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც რეგიონის ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზე და, შედეგად, ფერმერების შემოსავალზე  აისახა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics