06:44 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-14 17:31:04, 707 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაური - ჩვენი მეხანძრე-მაშველები გმირები არიან, სიცოცხლეს სწირავენ თითოეული ჩვენი მოქალაქის გადასარჩენად

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი - 25 წლის თორნიკე კიპაროიძე​, რომელიც რამდენიმე დღის წინ ხანძრის ქრობის დროს ტრაგიკულად დაიღუპა, ბათუმის საკათედრო ტაძრიდან საპატიო ყარაულის თანხლებით გაასვენეს.

დაღუპული მეხანძრე-მაშველის ოჯახს, თანამშრომლებსა და ახლობლებს შინაგან საქმეთა მინისტრმა - ვახტანგ გომელაურმა, მოადგილესთან - ვლადიმერ ბორცვაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, სამძიმარი პირადად გამოუცხადა.

„პირველ რიგში მინდა ოჯახს მივუსამძიმრო. მართლა ძალიან კარგი, ვაჟკაცი ადამიანი გამოაკლდა პირველ რიგში ოჯახს, ჩვენს სამსახურს, სამშობლოს.

ნამდვილად გმირები არიან ეს ადამიანები, ვინც აქ დგანან, ხედავთ, ყველა ყოველი ადამიანი ყოველდღე თითო სიცოცხლეს სწირავს, თითოეული ჩვენი მოქალაქის გადასარჩენად. ერთი ეს შემთხვევაც იყო სამწუხაროდ. ეს ადამიანი გამოგვაკლდა, მართლა კარგი ადამიანი, კარგი შვილი, კარგი მეუღლე.  ვუსამძიმრებთ კიდევ ერთხელ ოჯახს,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან ვახტანგ გომელაურმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics