22:02 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-26 13:18:08, 577 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მოსახლეობის უნდობლობა ვაქცინისადმი სწორი ინფორმაციის ნაკლებობამ გამოიწვია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მოსახლეობის უნდობლობა ვაქცინისადმი სწორი ინფორმაციის ნაკლებობამ გამოიწვია.

აღნიშნულის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

 

"მე ვერ გეტყვით, რომ ეს შემცირება სტატისტიკურად ძალიან სარწმუნოა, ეს მარტო კოვიდვაქცინაზე არ არის, ანტივაქსერული მოძრაობა არის ძალიან ძლიერი მოძრაობა მსოფლიოში და ჩემი აზრით, ერთ-ერთი ამის მთავარი მიზეზია სწორი ინფორმაციის ნაკლებობა საზოგადოებაში.

ამ პანდემიის დამარცხების გზა 3-4 მიმართულებაზე გადის, ერთი არის სწორი და გონივრული, დროულად დაწესებული შეზღუდვები, მეორეა მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია, მესამე გახლავთ ის, როდესაც მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ წლის შუა რიცხვებში იქნება ე.წ პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული წამლები და მათი გამოყენება და ერთი, რომელიც განსახილველია, ვირუსი დაამთავრებს თავის ე.წ ბიოლოგიურ ციკლს და შესუსტდება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics