|
2021-01-18 13:31:38, 677 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოს ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის ვაქცინის მიღება შეუძლია
საქართველოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის ვაქცინა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი დოზების ამ წლის პირველ კვარტალში მისღებად, კოვაქსის“ პლატფორმასთან ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობს. „საქართველოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის ვაქცინა. დღესითვის ბაზარზე აღიარებული სტატუსით არის „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“ და „მოდერნა“. ამაზე ვსაუბრობთ, თუმცა გეგმა როგორც კი ახალი ვაქცინა გამოჩნდება მსგავსი აღიარების, მასაც გაითვალისწინებს. გეგმაში დაკონკრეტებულია ძალიან მკაფიოდ, რომ სამივე ტემპერატურული რეჟიმისთვის ქვეყანა არის მზად. ეს არის მინუს 80 გრადუსიანი, მინუს 20 გრადუსიანი „მოდერნასთვის“ და ორიდან რვა გრადუსი, ეს არის რუტინული იმუნიზაციის ჯაჭვი, რაც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, ყველგან გავაკეთოთ ამ ტიპის ვაქცინაცია. ამდენად, ამ ტიპის მზაობა მაღალია. რაც შეეხება ვადებს, პირველ ეტაპზე, და ეს პირველი ეტაპი არის პირველი კვარტალი 2021 წლის, ამასთან დაკავშირებით „კოვაქსის“ პლატფორმასთან მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკება პირველი დოზების მიღების თაობაზე პირველ კვარტალში. ამისთვის პარასკევს სამინისტრომ გააგზავნა წერილი. დღეს იყო ბოლო ვადა ინტერესის გამოხატვის და დადასტურების, რომ ქვეყანას შეუძლია, ხვალვე რომ იყოს ხელმისაწვდომი, დაიწყოს ვაქცინაცია „ფაიზერის“ ვაქცინით. ეს კონკრეტული წერილი „კოვაქსის„ პლატფორმაში შეეხება „ფაიზერის“ ვაქცინას, „ფაიზერის“ ვაქცინით იმუნიზაციის დაწყებას პირველ კვარტალში. თუმცა, არ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ შესაძლოა, მსგავსი ინტერესი და შემოთავაზება „კოვაქსის“ პლატფორმიდან მივიღოთ პირველ კვარტალშივე „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის დაწყებასთან მიმართებით. მთავარია, რომ ქვეყანას აქვს როგორც მარეგულირებელი მზაობა, ასევე ტექნიკური ვაქცინაციის დასაწყებად მომდევნო ორი თვის განმავლობაში, რაც იქნება პირველი კვარტლის პერიოდში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)