|
2021-01-18 13:01:52, 626 ნახვა
საზოგადოება
1-ლი თებერვლიდან კლინიკები მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდებიან
1-ელი თებერვლიდან კლინიკები მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის, ქვეყანაში 3000-მდე თავისუფალი საწოლია. „ამ მომენტისთვის 3000-მდე საწოლია თავისუფალი. კოვიდდადასტურებული 3710 პაციენტი იტარებს მკურნალობას. აქედან 798 არის ჟანგბადდამოკიდებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და 230 არის რეანიმაციულ განყოფილებაში. კარგია, რომ ინტენსიური და რეანიმაციული პაციენტების რაოდენობა ზოგადად, შემთხვევების კლებასთან ერთად, იკლებს. ასევე, შემცირდა პაციენტების რაოდენობა კოვიდსასტუმროებშიც. 634 კოვიდდადასტურებული პაციენტი იტარებს სასტუმროში მკურნალობას. უკვე პარასკევს ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების ნაწილს გაუგზავნა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ 1-ელი თებერვლიდან ისინი დაუბრუნდნენ მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას, რაც ასევე, მნიშვნელოვანია. დაახლოებით 350 საწოლი დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და საკმარისი საწოლფონდი იმისთვის, რომ მობილიზაციის შესაფერისი ხარისხი შენარჩუნდეს, თებერვალში დარჩება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)